ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის სტუდენტი მარიამ მაისურაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თანაკურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია იზიარებს უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სრულიად საქართველოს გლოვას, შოვში გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქეების გამო.